Showing posts with label 1. Show all posts
Showing posts with label 1. Show all posts

Monday, June 1, 2009


მორიელი

მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

კიდურები

   მორიელებს ხუთი წყვილი კიდური აქვთ,რომელთგანაც ოთხი სასიარულოა, ხოლო დანარჩენი წააგავს კლანჭებს. მათი დახმარებით, მორიელი ადვილად იჭერს მსხვერპლს. სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, მათ პირის მიდამოებში გააჩნიათ წყვილი მარწუხებისა. სხეულის ქვედა ნაწილში მორიელებს აღენიშნებათ გარკვეული წანაზარდები, რომელთა ძირითადი ფუნქცია დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს.ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ წანაზარდების საშუალებით, მორიელი აღიქვამს მიწის ვიბრაციას, ზოგი კი თვლის, რომ ეს დამხმარე სუნთქვის ორგანოებია. მორიელთა შეფერილობა მერყეობს ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე.

ღამის ცხოველები
   მიუხედავად იმისა, რომ არაქნიდებს პატარა სხეული, გარეგანი ჩონჩხი და ბევრი კიდური აქვთ, ისინი მწერებში არ უნდა შეგვეშალოს. მწერებს ექვსი კიდური აქვთ, ხოლო მორიელებსა და ობობებს - რვა. ბევრი მწერისაგან განსხვავებით, მორიელს არ გააჩნია საცეცები, რომელიც გამოიყენება გარემოს აღქმისათვის. მორიელი ღამით ნადირობს, მთელი დღის განმავლობაში კი იმალება ფოთლების ქვეშ, ან ქვების ნაპრალებში. ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რადგან მათი ძირითადი მსხვერპლი-ტარაკნები და ჭრიჭინებია, რომლებიც ასევე ღამით ”ფუნქციონირებენ”. მორიელი ადამიანისთვის ძალიან საშიშია, რადგან მან შეიძლება დღისით თავშესაფარი იპოვოს ფეხსაცმელში, ან ზურგჩანთაში და სასიკვდილო ნაკბენი მიაყენოს ადამიანს მისი აღმოჩენის შემთხვევაში.
მორიელის შხამი
   მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში,მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესთრის საშუალებით თავს ესხმის მტერს.მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს.პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი,ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე,როგორც ბზიკის ნაკბენს,თუმცა ძალიან მტკივნეულია.მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა.იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს.ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს.მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი,რამდენიმე საათში კი-ადამიანი,ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ანტივენინი(ანტივირუსი),რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს.მართალია,მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ,მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან,გრენლანდიის,ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა.ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე,ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას,როგორიცაა Euscorpius flavicuadis,რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ნადირობა და კვება
   ნადირობისას მორიელი მსხვერპლის ადგილმდებარეობას იგებს მიწის ვიბრაციის გათვალისწინებით. მიახლოებისას იგი ხტება მსხვერპლის მიმართულებით და ”კლანჭებით” იჭერს მას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მორიელი კეცავს კუდს და ნესტრით განგმირავს მსხვერპლს. მორიელის პირი პატარა ზომისაა, ამიტომ მას მას საკვებად დიდი დრო სჭირდება. იგი აქუცმაცებს მსხვერპლს და ისე მიირთმევს,შემდგომ კი შეიწოვს რბილ ქსოვილებს და წვენს. მორიელის საკვების მომნელებელი სისტემა ძალიან ეფეკტურია, ამიტომ არ ესაჭიროება ყოველდღიური კვება. მას უნარი აქვს კვების დროს მიღებული სითხე დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ორგანიძმში, ამიტომ წყალს იშვიათად სვამს.
  
სასიცოცხლო ციკლი
   მორიელების შეჯვარების პროცესი ცეკვას ჰგავს და რამდენიმე საათს გრძელდება.მამალ მორიელს დედალი კიდურებში ჰყავს დაჭერილი და ასეთნაირად ატრიალებს.შემდგომ მამალი სპერმას აფრქვევს მიწაზე,საითკენაც მიუძღვება დედალს, რომელიც თავისი გენიტალიებით იწოვს მას. მორიელები რამდენიმეჯერ ჯვარდებიან, ხოლო გადმოფრქვეული სპერმა დიდხანს ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეუძლია გაანაყოფიეროს რამდენიმე დედალი მორიელი.დედალი მორიელის სანაყოფე ორგანოში კვერცხები ინახება ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ იბადებიან ახალშობილი მორიელები.სახეობების მიხედვით, მორიელები შობენ ერთიდან 100-მდე მორიელს.ბევრი ახალშობილის გაჩენას ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღე სჭირდება.ჩვეულებრივ კი, მორიელი მშობიარობს ორ ეტაპად და ეს პროცესი 24 საათს გრძელდება, ხშირ შემთხვევაში ღამით.იბადება ცოცხალი ახალშობილები,რომელებიც სიცოცხლის პირველ დღეებს დედის ზურგზე ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატარები კანს იცვლიან და უვითარდებათ ახალი, მკვრივი გარეგანი ჩონჩხი, მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ.
არაქნიდების წინაპრები 
   მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს ”თანამედროვე” მორიელებს.აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოპილია,რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები,რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშვალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად , რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშვალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ.ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს,რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

ფალანგები
   ფალანგები გრძელკიდურებიანი არაქნიდები არიან,რომლებიც მიეკუთვნებიან მორიელების რიგს, გარეგნულად კი ჰგვანან ობობებს.ცნობილია მათი 3200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.გვხვდება სხვადასხვა ზომის ფალანგები,რომელთგანაც უმცირესი 1 მმ-ისაა,ხოლო უდიდესი - 20 მმ სიგრძის 160 მმ-იანი კიდურებით.სხეული ერთიანი აქვთ - მუცელი არ არის გამოყოფილი თავ-მკერდისაგან.ფალანგები უწყინარი არსებები არიან.ისინი იკვებებიან მწერებითა და ხილით,ნადირობენ ღამით.ფალანგებს არ გააჩნიათ შხამი და არ რთავენ ქსელის ძაფს.დედალი ფალანგი კვერცხებს მიწაში ან დამპალი ხის მორებში დებს.
ტკიპები
   
   არაქნიდების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია ტკიპა. მეცნიერებისათვის ცნობილია 25000-მდე სახეების ტკიპები, თუმცა, ვარაუდობენ,რომ მათი რიცხვი მეტია. ისინი გავრცელებულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში,დაწყებული ტროპიკებით და დამთავრებული პოლარული რეგიონებით.ტკიპების დიდი ნაწილი ბინადრობს მიწაში, ზოგიერთი სახეობა - მცენარეებზე, ხოლო უდიდესი ნაწილი ცხოველების პარაზიტებს წარმოადგენენ.ტკიპა სისხლის მწოველი ცხოველია და ინფექციების ძირითადი გადამტანი, ამიტომაც საკმაოდ საშიშია როგორც ადამიანისთვის,ისე შინაური ცხოველისათვის.ტკიპები, ასევე, დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ სოფლის მეურნეობას.






კ ი რ ჩ ხ ი ბ ი

    კიბოსნაირნი (Crustacea), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანების ტიპისა. მათი სხეულია სიგრძე მერყეობს მმ-ის რამდენიმე მეათედიდან 80 სმ-მდე (მადაგასკარის მდინარის კიბო). კიბოსნაირთა სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან (ხშირად თავი და მკერდი შერწყმულია და ქმნის თავ-მკერდს), თავზე 5 წყვილი კიდური აქვთ: 1. ანტენები (მათზე ხშირად გრძნობის ორგანოებია), 2. ანტენულები (ზოგი ცურვის დროს იყენებს მათ), 3. საღეჭები ანუ მანდიბულები (საკვებს აქუცმაცებს), 4. I წყვილი ყბა ანუ პირველი მაქსილა და 5. II წყვილი ყბა ანუ მეორე მაქსილა.თავზე აქვთ წყვილი (ზოგჯერ კენტი) ფასეტური თვალი. სხეულის გვერდებზე აქვთ კიდურები, რომლებითაც ისინი მოძრაობენ, ან 1-3 წყვილი ყბაფეხი, რომლებიც საჭმლის დაჭერაში მონაწილეობს. მუცლის კიდურები მხოლოდ უმაღლეს კიბოსნაირთ აქვთ და სუნთქვის, საკოპულაციო ორგანოების და ხვა ფუნქციას ასრულებენ. სხეული დაფარული აქვთ სხვადასხვა სისქის ქიტოვანი საფარველით, რომელიც გარეგან ჩონჩხს ქმნის. კიბოსნაირთა საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული საკვებით. კიბოსნაირნი სხეულის ზედაპირით სუნთქავენ, ზოგი — ლაყუჩებით. ხმელეთის კიბოსნაირნი კი — თავისებური აღნაგობის ფილტვებით. გამომყოფი ორგანოები ნეფრიდიული ტიპისაა. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ზურგის მხარეზე მდებარე კუნთოვანი პარკია. გულის წინ, ხშირად უკანაც, თითო აორტაა. სისხლი უფერულია, იშვიათად წითელი, ნერვული სისტემა შედგება წყვილი ხახისზედა კვანძის, ხახისირგვლივი რგოლისა და მუცლის ძეწკვისაგან.


კიბოსნაირთა უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგი ჰერმაფროდიტია. უმდაბლესებს ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმიც — დედალი ტანად მამალზე დიდია. უმრავლესობა წყლის ორგანიზმებია. ცხოვრობენ როგორც ზღვაში, ისე კონტინენტალურ წყალსატევებში. წყლის სიზრქეში — პელაგიალშიც და წყლის ფსკერზე — ბენთალშიც. კიბოსნაირთა ნაწილი წყალში ცურავს, ზოგი დაცოცავს, ზოლო რიგი სახეობები მიმაგრებულია რაიმეზე. კიბოსნაირთა კლასი იყოფა 2 ქვეკლასად — უმდაბლეს და უმაღლეს კიბოსნაირებად, აერთიანებს 20000-მდე სახეობას. განაყოფიერებული კვერცხიდან იჩეკება ლარვა ნაუპლიუსი, რომელსაც აქვს ოვალური დაუნაწევრებული სხეული, 3 წყვილი კიდური. შემდეგ უვითარდება პირის კიდურები და ყბები, ბოლოს — მკერდის კიდურები და თანდათანობით სხეული კიბოს ფორმას ღებულობს.

  ზოგი კიბოსნაირნი (კიბორჩხალა, მდინარის კიბო და სხვა) ადამიანის საკვებად გამოიყენება. პლანქტონური კიბოსნაირით იკვებებიან თევზის ლისიტები და პლანქტონური თევზები.

ვ ე ფ ხ ვ ი

ვეფხვი (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას - Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.


   ამურის ვეფხვი  (Panthera tigris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდისა - 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა "ვეფხვი" აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას - Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.ამურის ვეფხვი (Panthera tigris altaica) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში. ამურის ვეფხვი ძალზე ძლიერია, მას შეუძლია ხუთას მეტრზე გაათრიოს ცენის სხეული, ხოლო თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარეში ჩამოუვარდება მხოლოდ ავაზას.

    სუმატრის ვეფხვი (Panthera tigris sumatrae) - ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), ბუნებაში 400-500 სუმატრის ვეფხვია, ხოლო ზოოპარკებში 235 ვეფხვია; სუმატრის ვეფხვის შენარჩუნებისთვის ორგანიზებულია ნაკრძალები , იგი ყველაზე პატარა ვეფხვის ქვესახეობაა (თუ არ ჩავთლით ბალის ვეფხვს რომელიც ამჟამად გადაშენებულია) ზრდასრული მამრის წონა 100-140 კილოგრამია) — ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ვეფხვის ქვესახეობა. იგი ყველაზე დიდი ვეფხვია (წონა 180-275 კგ), ხოლო გავრცელებით ყველაზე ჩრდილოელი ვეფხვი.

.

თ ე ვ ზ ე ბ ი 

თევზები (Pisces), წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. და საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები არიან.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოებ, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.


კამბალასნაირნი (Pleuronectiformes), თევზების რიგი. მათი სხეული გვერდებიდან გაბრტყელებულია, ამიტომ უმრავსელობა შედარებით განიერი და მოკლეა, სხეულის სიგრძე 5-470 სმ აღწევს. ზრდასრული კამბალასნაირნი ფსკერზე ცხოვრობდნენ და გვერდზე წვანან. ორივე თვალი ცალ მხარეზე აქვთ. სუბსტრატზე დაყრდნობილი მხარე ღია ფერისაა, მოპირდაპირე — პიგმენტირებული. რიგში 2 ქვერიგია: ფსეტოდისმაგვართა (Psettodoidei) ქვერიგიდან ცხნობილია 2 სახეობა აზიური ფსეტოდი (Psettodes erumei) გვხვდება ინდოეთის ოკეანეში, მეწამულ ზღვასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებზე. კამბალასმაგვართა (Pleuronestoidei) ქვერიგში 4 ოჯახია. რომბისებრთა (Bothidae) ოჯახიდან აღსანიშნავია კესლერის არნოგლოსი (Arnoglossus kessleri), გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში. კამბალასებრთა (Pleuronectidae) ოჯახიდან საყურადღებოა ჩვეულებრივი პალტუსი (Hippoglossus hippoglossus), გვხვდება წყნარი და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილებში. ზღვის ენისებრთა (Soleidae) ოჯახიდან შავ ზღვაში ბინადრობს ჩვეულებრივი ზღვის ენა (Solea solea). ცინოგლოსებრთა (Cynoglossidae) ოჯახიდან აღსანიშნავია ორხაზიანი ცინოგლოსი (Cynoglossus billincatus).


კამბალასნაირნი ტიპობრივი ზღვის ფსკერის ბინადრები არიან. ზოგი სახეობა, მაგ., მდინარის, ვარსკვლავა და პოლარული კამბალები, შედის მდინარის შესართავში. კამბალასნაირთა ლარვას საცურავი ბუშტი აქვს, ცხოვრობს წყლის სიზრწეში და პლანქტონით იკვებება. ზრდასთან ერთად მისი ქალა ასიმეტრიული ხდება, საცურავი ბუშტი ქრება, სხეული ბრტყელდება და ლიფსიტა საცხოვრებლად ფსკერზე ეშვება.

კამბალასნაირთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტი რაოდენობით მზადდებაპალტუსი. შავ ზღვაში, კერძოდ, საქართველოს სანაპირო ზონაში, რეწვის ობიექტია შავი ზღვის კამბალა ანუ ლაკანი.

ზღარბთევზა (Diodon hystrix), თევზი შეზრდილყბიანების რიგისა. 60 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარული აქვთ ბასრი, მასიური, მოძრავი ეკლებით. ზღარბთევზა ფართოდაა გავრცელებული ატლანტის, ინდური და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერ წყლებში. მტაცებლისაგან თავდასაცავად იბერება, ეკლები ებურძგნება და მუცლით ზემოთ ამოდის. ზღარბთევზას კბილები არა აქვს, მაგრამ გაშიშვლებული ყბის ძვლებით ადვიდალ აქუცმაცებს ნიჟარებს და მარჯნის პოლიპების ტოტებს. მისი ხორცი შხამიანია.

ზღვის ნემსთევზა (Syngnathus), თევზების გვარი კონალაყუჩიანების რიგისა. მათი 40 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარულია ძვლოვანი ფარებით. აერთიანებს 50-მდე სახეობა. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. დედალი ქვირითს მამლის მუცელზე მოგრძო პარკში დებს. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ელექტრული სკაროსი (Torpedo marmorata), თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. თავის ორივე მხარეზე განვითარებული აქვს ელექტრული ორგანოები, რომლებიც 70 ვ ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება ფსკერის უხერხემლო ცხოველებით.



კ ვ ე რ ნ ა

კვერნა (Martes), ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა (Martes martes), თეთრყელა კვერნა (Martes foina) (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ნეწვი აქვს.

კვერნა საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს ორი სახის: ყვითელყელა და თეთრყელა. 


ქვის (თეთრყელა) კვერნა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. იგი ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე, ბაღებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მ-მდე. 

ტყის (ყვითელყელა) კვერნა  ბინადრობს ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე. 


ისინი საშინელი მტაცებლები არიან და ანადგურებენ ყოველ ცხოველს, ნადირსა და ფრინველს, რომელსაც კი მოერევიან, თაგვებიდან დაწყებული კურდღლამდე და ხან შვილს ნუკრამდეც კი. მაგრამ თავისი ძვირფასი ბეწვით ჭარბად ანაზღაურებენ მათ მიერ ცხოველთათვის მიყენებულ ზარალს. 
ყვითელყელა კვერნა ბინადრობს მხოლოდ ტყეში-როგრც ფოთლოვანში, ისე წიწვოვანში, ხოლო თეთრყელა უპირატესობას აძლევს ღია კლდოვან ადგილებს და არა იშვიათად მისი შეხვედრა შეიძლება ადამიანის დასახლებული ადგილების ახლოსაც კი. 
დასავლეთ საქართველოში კვერნაზე სანადიროდ სპეციალურად ჰყავთ დაგეშილი ადგილობრივი ჯიშის მდევარი ძაღლები. ამ ბოლო ხანებში საქართველოშიც დაიწყეს მეკვერნე მყეფაპრების შემოყვანა, რომლებსაც სხვა ნადირზეც იყენებენ. კვერნის მოსაპოვებლად საჭიროა ვაზნის დატენვა 5 ნომერი საფანტით. კარგია კვერნის მოპოვება მცირეყალიბიანი შაშხანით. ზოგიერთ რაიონში კვერნის მოსაპოვებლად ხმარობენ ხაფანგებს. კვერნის მდინარეზე გადასასვლელ ადგილებში გადებულ ხის ტოტებზე აგებენ ძუის მახეებს და სხვა.


მ გ ე ლ ი
მგელი (Canis lupus, ასევე რუხი მგელი) — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ. აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

ზოგადი მიმოხილვა
მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი, თეთრი ბეწვი აქვს.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს. მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

ტერიტორია
მექსიკური მგელი (Canis lupus laileyi). ეული მგელი, ხშირ შემთხვევაში მამრი მგელი, ბევრს ხეტიალობს, რათა იპოვოს მყუდრო ტერიტორია. მოგზაურობისას იგი სიჩუმეს ამჯობინებს და თავს არიდებს ყმუილს, რათა გზად მგლების მოწინააღმდეგე ხროვას არ გადააწყდეს.
ხროვის ყველაზე ახალგაზრდა წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი "რანგი" აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუტარ ოჯახებსა და ახალი ხროვის შესაქმნელად მეგობრებს ეძებენ. ასეთი "ეული მგლები", როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდები არიან და ბევრი ხეტიალი უწევთ.
მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი აუაროს სახვა ხროვის ტერიტორიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება ჩხუბი მოუვიდეს ამ ხროვის წევრებთან, რაც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მისთვის. მიუხედავა იმისა, რომ მგლის ხროვის წევრები ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას, ისინი ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ. ამიტომაა, რომ ეულად მოხეტიალე მგლებს მეტი ყურადღება მართებთ, რათა გზად მგლების ხროვას არ გადაეყარონ. შემოდგომასა და ზამთრის პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რიონებში ეს ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა, დაახლოებით, 100 კვადრატულ მეტრამდე და კარგადაა დაცული. მგლების ხროვის კუთვნილი ტერიტორიის ფართობი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით უფრო ფართოვდება დაცული გერიტორია. მაგალითად, ჩრდილოეთის ირემზე მონადირე მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან არქტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის მარშუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის თითოეულ ხოგს დასდევს საკუთარი "შემოჩვეული" მგლის ხროვა. ალასკაზე შემჩნეულმა ერთ-ერთმა ასეთმა ხროვამ ექვს კვირაში 1100 კმ გაიარა, მთლიანობაში - 13000 კვ. კმ-ის ფართობი.

სუნით დანიშვნა
მგლების ერთმანეთთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხია ყმუილი. ამით მგლის ხროვა მოწინააღმდეგე ხროვას ამცნობს თავის ადგილსამყოფელს (Canis lupus lupus).
ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ყმუილი ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, ყმუილისგან თავს იკავებენ.
ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.გამრავლება ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ (Canis lupus).
გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის თავის ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე, ხეტიალის ნაცვლად, იგი ემზადება გამრავლების სეზონისათვის - ეძებს მყუდრო ბუნაგს.
ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც წესი, ხროვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც გვიან ზამთარში მძუნაობს ასევე უმაღლესი რანგის წარმომადგენელ, ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში).

გამრავლება
მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წელის განმავლობაში ცხოვრობენ. ისინი თნდათანობით სწავლობენ, თუ როგორ, სად და რაზე ინადირონ, მოზრდილ ასაკში კი ცდილობენ საკუთარი ხროვების შექმნას

ნადირობა
დიდ ცხოველზე ნადირობისას მგლები გუნდური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. პირველად მოპოვებულ საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ხროვის დანარჩენ წევრებს ჭამის უფლება.
მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი". ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წაროადგენს მცირე ზომის ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი მოინადიროს.
თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.
ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას - ყნოსვას. როდესაც მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას.
ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას არავითარი აზრი არ აქვს.

ბუნებრივი გადარჩევა
რუხი მგლის განსაკუთრებული ბეწვის საფარი იცავს მას ზამთრის სუსხისაგან და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას მთასა თუ ტყეში (Canis lupus ).
მგელი, ჩვეულებრივ, არ ერჩის დიდი ზომის ზდასრულ და ჯამრთელ ცხოველებს. ხროვა ძირითად ნადავლად ირჩევს ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერ, ძალიან სუსტს, ან ავადმყოფ ცხოველს. მგლების ნადირობაზე დაკვირვებისას ჩრდილოეთის ირმებსა თუ გარეული ხარების ჯოგებზე, შესამჩნევია, რომ ხროვა თავს ესხმის ჯოგისაგან ჩამორჩენილ ცხოველს, რომელიც სხვებისაგან განსხვავებით ძალიან სუსტია. მგლების მიზნის ქვეშ მყოფი ჯოგები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ უსუსური წევრების დაცვას, ამ დროს ისინი ირქინებიან ან წიხლებით იგერიებენ მგელს. თუმცა მგლები უსაფრდებიან ასეთ ჯოგებს და ელოდებიან სათანადო მომენტს, რათა უბრძოლველად ჩაიგდონ ხელში იოლად მოსაპოვებელი ნადავლი. ზოგჯერ მგელი უკან იხევს, თუმცა თუ მან ცხოველთა ჯოგში ძალიან ახალგაზრდა ან ავადმყოფი წევრი შენიშნა, ელოდება თავის შანსს.


გუნდური მოქმედება
კბილების დაღრეჭა ძალიან მრისხანე შესახედაობას აძლევს მგელს. ასეთ პოზას მგელი თავდასხმის ან თავდაცვის მომენტში იღებს (Canis lupus).
მგლის შანსები ნადირობისას გაცილებით მაღალია გუნდური მოქმედების დროს. ამ დროს ორი ან სამი მგელი ჩასაფრებულია, დანარჩენები კი თავს ესხმიან მსხვერპლის ჯოგს, პანიკაში აგდებენ მას და მახისაკენ იტყუებენ. ამის შემდეგ ისინი თავს ესხმიან მსხვერპლს და ამ დროსაც გუნდურად მოქმედებენ. პირველად საკვებს მიირთმევს ხროვის ლიდერი, იგი ნაკუწებად აქცევს მსხვერპლს, რის გამოც მთლიანად ისვრება სისხლში. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ სხვა მგლებს ჭამის უფლება. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ მგლებს რჩებათ საკვები, მას მიწაში ფლობენ მომავლისათვის, ან უბრალოდ თავს ანებებენ.
სადილის შემდეგ მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას. თუ ხროვაში ამ პერიოდისთვის არსემობს დედა მგელი და მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს მათ გამოკვებაზე და საჭმლით ამარაგებს მათ ბუნაგში.
ჩვეულებრივ, მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. ხშირად მგელი საკუთარი ნადავლის ტყავსა და ბეწვსაც მიირთმებს. ზოგჯერ მგელი რამდენიმე დღე მშიერი დაძრწის, რადგან ნადირობის პროცესი საკმაოდ მძიმე და ხშირად უშედეგოა. რთულ გარემო პირობებში გადასარჩენად მგელს დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

საინტერესო ცნობები
ერთ დროს მგელი ძალიან გავრცელებული იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 1066 წლის ჰასტინგის ბრძოლის შემდეგ ბრძოლის ველზე უამრავი დახოცილი ბრიტანელი მეომარი იქცა "მგლის სადილად". მე-16-ე საუკუნეში შოტლანდიაში მძვინვარებდა "მგლის ეპიდემია". უკანასკნელი შოტლანდიური მგელი მოკლეს 1743 წელს.არქტიკული მგლები ბინადრობენ ისეთ შორეულ ჩრდილოეთში, რომ ზამთარში მათ სრულ სიბნელეში უწევთ ნადირობა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯიში კარგად ვითარდება, რადგან იგი დაცულია უდიდესი მტრისგან - ადამიანისგან.მგელი დღესაც ძალიან გავრცელებულია ტრანსილვანიაში, სადაც იგი მაქციებზე შექმნილი ლეგენდების მთავარი გმირია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

წითური მგელი  დიდი იშვიათობაა; მის მშობლიურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა ამ ჯიშის ხელოვნრი გამრავლების მიზნით (Canis rufus).

დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში, თუმცა ახლა მისმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი კი, დღესაც, ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში.