
სათაფლიას კარსტული მღვიმეები მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაცილებით,


თქვეთვის საუკეთესო ხასიათის შესაქმნელად ზრუნავს nervoza
გალაკტიონ ტაბიძე
აკაკი წერეთელი
ერთმანეთს იმით გვანან -
ორივეს ხელში უჭირავს
პირალესილი დანა...
ორივე სადღაც უჩინრად
ჩასაფრებული დგანან,
ისე წაგიყვანს ორივე
გონს მოხვიდოდე სანამ...
თედო ბექიშვილი
გალაკტიონ ტაბიძე
აილინ ჭანგი
გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.
გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართAნ.
გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.
გავხდები დილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები ,რაც იყო გუშინ?
ტკივილი ,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...
უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით....
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით....
მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს...
ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს...
სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..
ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად...
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა...
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია...
სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას...
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..
იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს...
ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს...
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი, ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.
ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.
ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი , შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.
ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ,
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწილო კაბას გიკერავდნენ.
ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია ,
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს, მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე ,განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს....
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედა,ვს თამამათ უფრო ბავშვური გზნებით
შემშურდა ღამით შიშველს რომ გხედავს, ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით...
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ
მე მიყვარს შენი ცრემლები-შაქრით,სუნამო ყელი და თხელი თეძო...
შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა ,ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა და თითქოს სულმა ითოვა ტანში...
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს....
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,
იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?
ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით!
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის...
კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია!
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?!
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი!ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში!
რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც,
ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია!...
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ ნერვების ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვაპირებ,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
შევიძულე სტუმრობა,
მეგობრული გარემო,
ეს ტყუილი გრძნობები
ცარიელი ქალების.
,,დამავიწყდა ხუმრობა
ჩემო,ჩემიანებო!"
და მიხურავ დავიწყე
ყველას ცხვირწინ კარების.
მარტოობა კარგია---
შენ რომ ხარ და კიდევ შენ,
ეგოიზმს რომ გაცდები
და იმაზე მეტი ხარ.
სიყვარული დარგია
ესთეტიკის კიდეში,
შენ ამ მეცნიერების,
წაკითხული გვერდი ხარ.
ტყუილებით გავსებენ,
შენ ყველასთან რიდით ხარ.
ყველას ზურგი დამშვენდა,
იდეების ხურჯინით.
ხედავ მათთან მსგავსებას,
მათ ფეხებზე ჰკიდიხარ,
ტილოს დაგატარებენ
თმაგაბურძგვნილ ფუნჯივით.
არაფერი,უბრალოდ
ყველაფერი მომბეზრდა.
ჩემთან უერთიერთობას
უკვე ერიდებიან,
ჩემი ლექსიც უკვალოდ
იკარგება ორკესტრთან,
ვგრძნობ,რომ სიყმაწვილეში
მალე მიბერდებიან...
არა!მიყვარს აპრილი,
სკდომა იასამანის,
ჰორიზონტის სიშორე---
საუფლო აგარაკი,
ზღვა თვალტალღადახრილი,
მზის საღამოსაბანი,
ცისთვის შემონახული
სტრიქონების მარაგი.
მიყვარს ლამაზ ქალწულთა
ჩამოშლილი დალალი,
ძმაკაცობის ყვირილი
ჩახლეჩილი ბგერებით.
და მგონია ამ წუთას
დედამიწაც არ არის
ამ ქართული გრიგალის
სუნთქვის შემაჩერები.
ბევრს ვეწევი ძალიან,
თითქმის კოლოფნახევარს,
ღამ-ღამობით მახველებს,
უძილობაც დამჩემდა.
სულ სიმთვრალის ბრალია,
რომ ლექსების დახევას
საზეიმოდ ვცდილობდი,
ჩემი სახლის ფანჯრებთან.
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას _
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა;
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.
ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს...
იქ, სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.
ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი.
სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით, ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.
ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი.
მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.
საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.
პატარა გოგომ გაბერა ტუჩი _
მისი ფანჯრის ქვეშ ჰქონია ბუდე.
იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში,
როგორც კუბოში, ყველანი დუმდნენ.
უმღერეს ერთად `ჟუჟუნა წვიმა~ _
მეტი გალობა ჯერ არ იციან,
კაცთან მივიდნენ და უთხრეს ცივად:
_ ჩიტი მოგვიკვდა, ლადო ბიძია!
უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვირილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი _ უხმო და უსახელო.
ქუდი გეხურათ, ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ: `მალე დაღამდეს!~,
ვკითხულობდი და ჩამომეძინა.
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას _
ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია
და ყოველ ღამეს ტრადიციად გადექცა სროლა;
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას
და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.
ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს...
იქ, სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი
და ბუხარს შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.
ქალაქს, რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს
და მტრედებს ჭამენ, ისე შიათ დაკარგვა რწმენის,
ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,
სადაც სიცოცხლე სულელია, სიკვდილი _ ბრძენი.
სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,
მაგრამ ნერვებით, ერთმანეთის ზიზღით, ხმამაღლა,
სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას
და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.
ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,
პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,
იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს
ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი.
ახლოვდება რაღაც ცაზე მაშტაბური,
მსოფლიოა გარინუდლი მოლოდინით,
მინდვრებია უყვავილოდ დაშრამული,
ქალაქები _ დანგრეული მხოლოდ იმით,
რომ მოკვდავებს თანადგომა დაუკარგავთ
და ცხოველურ ინსტიქტებით მოქმედებენ,
რაც კი ფრესკა ტაძრებისთვის დაუქარგავთ,
კაწრავენ და ფლირტაობას აღმერთებენ.
იმის ნაცვლად სიყვარულით გალამაზდნენ,
მახინჯები ხდებიან და ბოროტები,
წინაპრებიც თავისთავად გადაფასდნენ,
მრავლდებიან სულიერი რობოტები.
უმეტყველო თვალები აქვს ყველას მონის,
გონებაში გაყინული იდეებით;
ჩამოიმსხვრა ცისარტყელა _ ზეცის ტონი _
სამოთხისკენ მიმავალი კიბეები.
ბედნიერი არ უყვართ და ეშინიათ,
დიალოგი ფოტოზეა ასახული.
ხელოვნება შთაგონებაშეშლილია,
ხმარებიდან ამოიღეს გაზაფხული
ბარები დაკეტს, ქალაქი ჩუმი,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება, ღრუბლებო, მანდ არი!
სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.
ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეტები, აღარსად მხატვრები...
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.
დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ,
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია.
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ,
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.
არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს
დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის.
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.
გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.
No comments:
Post a Comment