Monday, June 1, 2009



კ ვ ე რ ნ ა

კვერნა (Martes), ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა (Martes martes), თეთრყელა კვერნა (Martes foina) (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ნეწვი აქვს.

კვერნა საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობს ორი სახის: ყვითელყელა და თეთრყელა


ქვის (თეთრყელა) კვერნა გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. იგი ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე, ბაღებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 4000 მ-მდე. 

ტყის (ყვითელყელა) კვერნა  ბინადრობს ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე. 


ისინი საშინელი მტაცებლები არიან და ანადგურებენ ყოველ ცხოველს, ნადირსა და ფრინველს, რომელსაც კი მოერევიან, თაგვებიდან დაწყებული კურდღლამდე და ხან შვილს ნუკრამდეც კი. მაგრამ თავისი ძვირფასი ბეწვით ჭარბად ანაზღაურებენ მათ მიერ ცხოველთათვის მიყენებულ ზარალს. 
ყვითელყელა კვერნა ბინადრობს მხოლოდ ტყეში-როგრც ფოთლოვანში, ისე წიწვოვანში, ხოლო თეთრყელა უპირატესობას აძლევს ღია კლდოვან ადგილებს და არა იშვიათად მისი შეხვედრა შეიძლება ადამიანის დასახლებული ადგილების ახლოსაც კი. 
დასავლეთ საქართველოში კვერნაზე სანადიროდ სპეციალურად ჰყავთ დაგეშილი ადგილობრივი ჯიშის მდევარი ძაღლები. ამ ბოლო ხანებში საქართველოშიც დაიწყეს მეკვერნე მყეფაპრების შემოყვანა, რომლებსაც სხვა ნადირზეც იყენებენ. კვერნის მოსაპოვებლად საჭიროა ვაზნის დატენვა 5 ნომერი საფანტით. კარგია კვერნის მოპოვება მცირეყალიბიანი შაშხანით. ზოგიერთ რაიონში კვერნის მოსაპოვებლად ხმარობენ ხაფანგებს. კვერნის მდინარეზე გადასასვლელ ადგილებში გადებულ ხის ტოტებზე აგებენ ძუის მახეებს და სხვა.

No comments:

Post a Comment