Monday, June 1, 2009


თ ე ვ ზ ე ბ ი 

თევზები (Pisces), წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა. თევზების ზომა-წონა განსხვავებულია: პანდაკის სიგრძე 7,5 მმ-ს აღწევს, ხოლო ვეშაპისებრი ზვიგენისა 15-20 მ-ს. თევზების უმრავლესობას თითისტარისებური სხეული აქვს, ზოგს - გვერდებიდან (კამბალა) ან ზურგ-მუცლისაკენ (სკაროსი) გაბრტყელებული, გველივით (გველთევზა) წაგრძელებული ან ნემსივით ( ზღვის ნემსთევზა) წაწვრილებული, ზოგი ბურთისებური (ზღარბთევზა) ან თასმისებურია (ქაშაყთმეფე).

თევზების სხეული სიმეტრიულია, გარდა კამბალასი, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეს აქვს. სხეული დაფარულია ქერცლით. ზღარბთევზას სხეული შემოსილია გრძელი ქიცვებით, ზუთხისნაირთა სხეულზე 5 მწკრივადაა განლაგებული ძვლოვანი ბალთები. ლოქოსა და სხვათა სხეული ტიტველია. თევზების კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. ღრმა ზღვის თევზების უმრავლესობას მანათობელი ორგანოები აქვს. თევზების შეფერილობა კანის ნაირგვარ პიგმენტებზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, მათი ზურგის მხარე უფრო მუქია, ვიდრე მუცლისა. და საერთოდ დიდად სასარგებლო თევზები არიან.

თევზების კუნთოვანი სისტემა საკმაოდ დიფერენცირებულია და მასთან დაკავშირებულია ზოგი თევზების ელექტრული ორგანოებ, ხოლო უმრავლესობას - ძვლოვანი ზვიგენების უმეტესებას და ზუთხისებრ თევზებს დაუნაწევრებელი ქორდა აქვთ.


კამბალასნაირნი (Pleuronectiformes), თევზების რიგი. მათი სხეული გვერდებიდან გაბრტყელებულია, ამიტომ უმრავსელობა შედარებით განიერი და მოკლეა, სხეულის სიგრძე 5-470 სმ აღწევს. ზრდასრული კამბალასნაირნი ფსკერზე ცხოვრობდნენ და გვერდზე წვანან. ორივე თვალი ცალ მხარეზე აქვთ. სუბსტრატზე დაყრდნობილი მხარე ღია ფერისაა, მოპირდაპირე — პიგმენტირებული. რიგში 2 ქვერიგია: ფსეტოდისმაგვართა (Psettodoidei) ქვერიგიდან ცხნობილია 2 სახეობა აზიური ფსეტოდი (Psettodes erumei) გვხვდება ინდოეთის ოკეანეში, მეწამულ ზღვასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანაპიროებზე. კამბალასმაგვართა (Pleuronestoidei) ქვერიგში 4 ოჯახია. რომბისებრთა (Bothidae) ოჯახიდან აღსანიშნავია კესლერის არნოგლოსი (Arnoglossus kessleri), გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში. კამბალასებრთა (Pleuronectidae) ოჯახიდან საყურადღებოა ჩვეულებრივი პალტუსი (Hippoglossus hippoglossus), გვხვდება წყნარი და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილებში. ზღვის ენისებრთა (Soleidae) ოჯახიდან შავ ზღვაში ბინადრობს ჩვეულებრივი ზღვის ენა (Solea solea). ცინოგლოსებრთა (Cynoglossidae) ოჯახიდან აღსანიშნავია ორხაზიანი ცინოგლოსი (Cynoglossus billincatus).


კამბალასნაირნი ტიპობრივი ზღვის ფსკერის ბინადრები არიან. ზოგი სახეობა, მაგ., მდინარის, ვარსკვლავა და პოლარული კამბალები, შედის მდინარის შესართავში. კამბალასნაირთა ლარვას საცურავი ბუშტი აქვს, ცხოვრობს წყლის სიზრწეში და პლანქტონით იკვებება. ზრდასთან ერთად მისი ქალა ასიმეტრიული ხდება, საცურავი ბუშტი ქრება, სხეული ბრტყელდება და ლიფსიტა საცხოვრებლად ფსკერზე ეშვება.

კამბალასნაირთა უმრავლესობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტი რაოდენობით მზადდებაპალტუსი. შავ ზღვაში, კერძოდ, საქართველოს სანაპირო ზონაში, რეწვის ობიექტია შავი ზღვის კამბალა ანუ ლაკანი.

ზღარბთევზა (Diodon hystrix), თევზი შეზრდილყბიანების რიგისა. 60 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარული აქვთ ბასრი, მასიური, მოძრავი ეკლებით. ზღარბთევზა ფართოდაა გავრცელებული ატლანტის, ინდური და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და ზომიერ წყლებში. მტაცებლისაგან თავდასაცავად იბერება, ეკლები ებურძგნება და მუცლით ზემოთ ამოდის. ზღარბთევზას კბილები არა აქვს, მაგრამ გაშიშვლებული ყბის ძვლებით ადვიდალ აქუცმაცებს ნიჟარებს და მარჯნის პოლიპების ტოტებს. მისი ხორცი შხამიანია.

ზღვის ნემსთევზა (Syngnathus), თევზების გვარი კონალაყუჩიანების რიგისა. მათი 40 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარულია ძვლოვანი ფარებით. აერთიანებს 50-მდე სახეობა. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. დედალი ქვირითს მამლის მუცელზე მოგრძო პარკში დებს. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ელექტრული სკაროსი (Torpedo marmorata), თევზი სკაროსისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია წყნარი, ინდოეთის და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. თავის ორივე მხარეზე განვითარებული აქვს ელექტრული ორგანოები, რომლებიც 70 ვ ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება ფსკერის უხერხემლო ცხოველებით.

No comments:

Post a Comment